სამართალი

უზენაესი სასამართლო: არჩევნებთან დაკავშირებული 70 სარჩელიდან 18 სარჩელი დაკმაყოფილდა

15 ოქტომბერი, 2012 • 1285
უზენაესი სასამართლო: არჩევნებთან დაკავშირებული 70 სარჩელიდან 18 სარჩელი დაკმაყოფილდა
მისივე თქმით, სარჩელების დაახლოებით 61% (43 სარჩელი) არ დაკმაყოფილდა სარჩელში მითითებული გარემოებების დაუსაბუთებლობის და დაუდასტურებლობის მოტივით.

“ერთ სარჩელს მიღებაზე ეთქვა უარი. 7 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონით განსაზღვრული ვადის გაშვების გამო, ან იმ მოტივით, რომ სარჩელი წარდგენილი იყო არასათანადო  პირის მიერ”, – აღნიშნა სპიკერ–მოსამართლემ ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, სასამართლოში შესული სარჩელები ძირითადად ეხებოდა უბნების ბათილობისა და კომისიის წევრთა გადაცდომების საკითხებს.

სპიკერ–მოსამართლის განცხადებით, სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ უბნებში, სადაც გუშინ, 14 ოქტომბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა, ამ მომენტისთვის სარჩელი სასამართლოში შესული არ არის.


მასალების გადაბეჭდვის წესი