სამართალი

სასამართლომ ქდმ 5000 ლარით დააჯარიმა

10 სექტემბერი, 2012 •
სასამართლომ ქდმ 5000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, 2012 წლის 31 ივლისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ორგანიზებით ქ. გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა.

 

კერძოდ, 31 ივლისს გურჯაანში ქდმ-ს წარმომადგენლები მწვადით და ღვინით გაუმასპინძლდნენ შეკრებილ მოსახლეობას. “ქრისტიან–დემოკრატების” ერთ–ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მაშინ აცხადებდა, რომ პარტიის აქტივისტებმა, რომლებიც კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოვიდნენ გურჯაანში, დამოუკიდებლად, თავიანთთვის წამოიღეს სამწვადეები, პარტიის ბიუჯეტიდან კი აღნიშნული სურსათის შეძენაზე ფინანსები არ დახარჯულა.

 

“მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” დაარღვია ორგანული კანონის 271მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და შემოწირულების შესახებ ინფორმაცია, რაც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად”, – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

 

აღნიშნულმა სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა, რომელმაც პარტიის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი