სამართალი

ომბუდსმენი ლოპოტას სპეცოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებს

3 სექტემბერი, 2012 •
ომბუდსმენი ლოპოტას სპეცოპერაციაზე კომენტარს არ აკეთებს

ჩვენ გვაინტერესებდა ომბუდსმენის წარმომადგენლები თუ იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ახლობლები რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ახერხებდნენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა დაკრძალვას. პანკისელები სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებთან ამბობდნენ, რომ სამართალდამცავები მათ გვამების გადაცემას უშედეგოდ პირდებოდნენ. 

 

“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფრომაციით,  სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ორი მამაკაცი – 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ალდამოვი (დედის გვარით ქავთარაშვილი) 3 სექტემბერს, დილის 5 საათზე დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. დუისელებმა მიწით ამოავსეს დანარჩენი ოთხი საფლავიც, რომლებიც რამდენიმე დღის წინ თავად გათხარას.

 

“თქვენი ბრალია მიწით რომ ვავსებთ, თქვენ რომ არ მოსულიყავით, ექვსივე ცხედარს გვაძლევდნენ“, – გვითხრეს დუისში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ჟურნალისტებს”, – წერს “კახეთის საინფორმაციო ცენტრი”. 


“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ახალი ინფორმაცია ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირთა ვინაობის  შესახებ. ცხედრების ექსპერიზის, დათვალიერებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაძლებელი გახდა 11 ლიკვიდირებული პირიდან  7 ცხედრის   ვინაობის დაზუსტება”, – ნათქვამია შსს–ს მიერ დღეს, 3 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოლიციის ცნობით, 5 ცხედარი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, აქედან ერთ-ერთი ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი არის დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს და მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში.  დანარჩენი იდენტიფიცირებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან: დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას მოკლულთა შორის პანკისელი ვაჰაბისტები იყვნენ, ჟურნალისტებმა რამდენიმე დღის წინ მოკლულთა ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელეს.  ჟურნალისტებმა პანკისში გადაიღეს რამდენიმე დღის წინ გათხრილი საფლავები, სადაც უნდა დაემარხათ მოკლულები. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო წუთამდე კატეგორიულად უარყოფდა, რომ სპეცოპერაციისას მოკლულები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ან მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ პანკისის ხეობასთან.

 

საქმესთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” დღეს სურდა დამატებითი კითხვები დაესვა შინაგან საქმეთა სამინსიტროსთვის, თუმცა, დღის განმავლობაში ეს ვერ მოვახერხეთ. სამინისტროში სატელეფონო ზარებს ჯერ არ პასუხ

მასალების გადაბეჭდვის წესი