სამართალი

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კაპიტანი ორდენით დაჯილდოვდა

2 სექტემბერი, 2012 •
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული კაპიტანი ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი კაპიტანის, იოსებ წიკლაურის დაკრძალვის ცერემონიას საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში დაესწრო.

 

“მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა და მის ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა. იოსებ წიკლაური გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა და ჯილდო ოჯახს გადაეცა,”- ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი