სამართალი

რას ჰყვება მესაზღვრე, რომელიც ამბობს, რომ მძევლად იყო აყვანილი

30 აგვისტო, 2012 •
რას ჰყვება მესაზღვრე, რომელიც ამბობს, რომ მძევლად იყო აყვანილი

მესაზღვრე ამბობს, რომ ჯგუფთან ერთად წავიდა ლაფანყურელი ახალგზარდების მოსაძებნად:

 

“გზაზე შეარაღებული დაჯგუფების მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში მოვყევით. მათ შემოარტყეს ჩვენს ავტომანქანას ალყა, დაახლოებით ათნი იქნებოდნენ. ძალით გადმოგვიყვანეს მანქანიდან, გვითხრეს, რომ ჩვენ ვიყავით მძევლებად აყვანილი. ამის შემდეგ გამოჩნდა კიდევ მეტი შეიარაღებული მათი წევრები.

 

მე მათ ვთხოვე, რომ ესენი მათთვის იქნებოდა ზედმეტი ტვირთი სატარებლად, რადგან მე ვიყავი აქ სასაზღვრო პოლიციის სექტორის უფროსი და მე უფრო ღირებული ვიყავი მათთვის. გაეთავისუფლებინათ მძევლობიდან ჩემი თანამშრომლები დ ეს 5 მოქალაქე. რაზედაც გარკვეული დროის შემდეგ დაგვთახმდნენ.

 

მე არ ვიცოდი, რა ამოძრავებდათ და რა მიზნით იყვნენ ისინი იქ.  ჰქონდათ შეიარაღება. ამის შემდეგ ჩავედით ხეობაში დაბლა, სადაც შსს–ს წარმომადგენელი მოვიდა. მათი საუბრის შემდეგ მე მითხრეს, რომ მათთვის არ ვიყავი უკვე საჭირო პიროვნება და გამომიშვეს”.


შეგახსნებეთ, გუშინ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ლაფანყურელ ახალგაზრდებს, რომლებიც მძევლად ჰყავდა აყვანილი დივერსანტების შეიარაღებულ ჯგუფს, მესაზღვრეების ჯგუფი ჩაენაცვლა, ხოლო მოგვიანებით ისინი შსს-ს ოფიცრების ჯგუფმა შეცვალა.

 

შსს ამ დრომდე არ იძლება ინფორმაციას, თუ რა მიზნით ჰყავდათ აყვანილი მძევლად დივერსანტების ჯგუფს ჯერ საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ – მესაზღვრეები და ამის შემდეგ უკვე პოლიციელები.

მასალების გადაბეჭდვის წესი