სამართალი

რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოევიკები საქართველოში დაღესტნიდან მოხვდნენ

29 აგვისტო, 2012 • • 1285
რუსეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბოევიკები საქართველოში დაღესტნიდან მოხვდნენ

“დაღესტნის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემთხვევა სასაზღვრო სამსახურის მიერ დაფიქსირებული არ არის,” – განუცხადა “რიანოვოსტის” უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის მოადგილემ ვადიმ შიბაევმა.

შიბაევის განცხადებითვე, ქართული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაღესტნიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების გადასვლის შესახებ არის “პროვოკაცია და რეალურ საფუძველსაა მოკლებული”.

“სამწუხაროდ, ქართული მხარე პირველად არ აკეთებს განცხადებას საქართველო – რუსეთის საზღვართან მომხდარი ინციდენტების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არც ერთხელ არ დადასტურებულა” – დასძინა ვადიმ შიბაევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი