საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დღეს კაპრალი ვლადიმერ მურადის ძე ხვედელიძე (22.02.1978) დაიღუპა.
ამ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალი ხვედელიძის გარდაცვალების გამო. კაპრალი ხვედელიძე სპეციალური ოპერაციების ძალებში ექიმად მსახურობდა.
გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
ხვედელიძის გარდა, დაღუპულია კიდევ ორი სპეცრაზმელი, თუმცა მათი ვინაობის შესახებ ცნობა შსს-ს ამ დრომდე არ გაუვრცელებია.