შსს-ს ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ისინი შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს მძევლად და შეიარაღებული დივერსანტები მათ წინააღმდეგობის გაწევის ან გაქცევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.
“ბუნებაში ვიყავით საქეიფოდ მეგობრები. უკან რომ ვბრუნდებოდით, მოვყვებოდით მდინარის პირას. შეგვხვდა რამდენიმე ადამიანი ავტომატებით შეიარაღებულები, წვერებში. გვითხრეს, რომ ვიყავით მძევლები და უნდა წავსულიყავით მათთან ერთად. მათთან ყოფნის დროს მკაცრად გაგვაფრხილეს, თუ გაგქცევას შევეცდებოდით, მოგვკლავდნენ,”- აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.
“იყვნენ 15 ადამიანზე მეტი, ჰქონდათ ბევრი შიარაღება, ავტომატები და სხვა აირაღი,”- ამბობს მეორე გათავისუფლებული მძევალი იმ ვიდეოჩანაწერში, რომელსაც შსს ავრცელებს.