სამართალი

ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ ერთი დაჭრილი მიიყვანეს

29 აგვისტო, 2012 • • 1025
ღუდუშაურის კლინიკაში სავარაუდოდ ერთი დაჭრილი მიიყვანეს

ღუდუშაურის საავადმყოფოში ამ დროისთვის პაციენტების გარდა არავის უშვებენ. დაახლოებით 1.5 საათის წინ კლინიკასთან სამხედრო ვერტმფრენი დაეშვა, რომლითაც სავარაუდოდ დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს საავადმყოფოში.

ღუდუშაურის კლინიკის ხელმძღვანელობა არ საუბრობს, არიან თუ არა მათ საავადმყოფოში დაჭრილები მიყვანილნი ან რის გამო არ უშვებენ საავადმყოფოში ჟურნალისტებს. განმარტებებს ჟურნალისტებს არც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აძლევენ.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო – რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილები და დაშავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი