სამართალი

გამოკითხულთა 28%–ს სახალხო დამცველი არ მოსწონს

16 ივლისი, 2012 • • 1331
გამოკითხულთა 28%–ს სახალხო დამცველი  არ მოსწონს

N
N

კვლევის ფარგლებში “რეიტინგებისა და საქმიანობის შეფასებისას”  გამოკითხვაში მონაწილეებს ორი კითხვა დაუსვეს.

კითხვაზე – “მოგწონთ თუ არ მოგწონთ”, სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შესახებ  გამოკითხულთა 28% -მა უპასუხა, რომ “არ მოსწონს”, 19%-ს მოსწონს, ხოლო 45%-ს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს. შეკითხვას გამოკითხულთა 8%-მა არ უპასუხა.  

NDI-ის კვლევები აჩვენებს, რომ ომბუდსმენის რეიტინგი მცირედით დაეცა თებერვლის შემდეგ – წინა კვლევის მიხედვით გიორგი ტუღუში მოსწონდა გამოკითხულთა 21%-ს, არ მოსწონდა 27%-ს, ხოლო 48%-ს არ ჰქონდა პასუხი. 


ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI)  კვლევის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გატარებულ საქმიანობას გამოკითხული მოსახლეობის 34% საშუალოდ აფასებს.

კვლევის ფარგლებში “რეიტინგებისა და საქმიანობის შეფასებისას” გამოკითხულებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ აფასებენ ამა თუ იმ საჯარო მოხელისა და პოლიტიკოსის მიერ განხორციელებული საქმიანობას.

თანაბარი რაოდენობის პროცენტული მაჩვენებლი 11-11% დააგროვეს პასუხებმა, საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს კარგად და  სახალხო დამცელი საქმიანობას ახორციელებს ცუდად.  

მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი საკუთარ საქმიანობას ძალიან კარგად ახორციელებს, მაშინ, როცა 2%-ის  მოსაზრებით გიორგი  ტუღუში ძალიან ცუდად საქმიანობს.

ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენელი –35% პასუხმა “არ ვიცი” დააგროვა.

NDI-ის კვლევის “საზოგადოების განწყობა საქართველოში” საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ივნისიდან – 22 ივნისის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 6,299 ადამიანი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida)და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

მასალების გადაბეჭდვის წესი