სამართალი

”ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე ჰაკერული შეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 ივნისი, 2012 • • 1120
”ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე ჰაკერული შეტევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკვე დაწყებულია გამოძიება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე 17 ივნისს განხორციელებული კიბერშეტევის გამო.  დანაშაულის ჩადენისთვის ჯერჯერობით არავინ არის დაკავებული.

 

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ცნობით, 2012 წლის 17 ივნისს პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხდა ვებგვერდის ფუნქციონირება და წაიშალა არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პარტიამ დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავებს  და ფაქტის გამოიძიება მოითხოვა.

 

ამჟამად ვებგვერდის ფუნქციონირება სრულად არის აღდგენილი და მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებრესურსებით. პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პატარაიას თქმით, ვებგევრდიდან დაიკარგა კვლევევები, სხვადასხვა შეხვედრების ამსახველი ფოტოები, კონტროლის პალატისთვის გაგზავნილი დოკუმენტები და ა.შ. დაკარგული ინფორმაციის ნაწილი უკვე აღდგენილია, ნაწილის აღდგენაზე კი სპეციალისტები უკვე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი