სამართალი

არასათანადო მოპყრობა პატიმართა მიმართ ქართულ ციხეებში

31 მაისი, 2012 • • 1047
არასათანადო მოპყრობა პატიმართა მიმართ ქართულ ციხეებში

დღეს, 31 მაისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ომბუდსმენის ოფისმა  ქართული ციხეების 2011 წლის მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. დოკუმენტში პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობის შესახებაა საუაბრი, თუმცა კვლევის დიდი ნაწილი ომბუდსმენის წლევანდელი ანგარიშის იდენტურია.

 

სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე საიამ და ომბუდსმენის ოფისმა ერთობლივი პროექტის  – ”პატიმართა უფლებების გაუჯობესება – ერთობლივი ადვოკატირება” – პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე, მონიტორინგის შედეგების გარდა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებიც განიხილეს. საიასა და ომბუდსმენის ოფისის ერთობლივი პროექტი ღია საზოგადოების ფონდების მიერაა დაფინასებული.

 

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ქართული ციხეების მთავარ პრობლემას პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობა წარმოადგენს, რაც ხშირად ხდება გლდანის №8 და ქსნის №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე, გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში. არასათანადო მოპყრობის ერთეული შემთხვევბი სხვა ციხეებშიც ფიქსირდება.

 

მაგალითად, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს აკრძალული აქვთ ხმამაღლა საუბარი და ისინი მუდმივად ჩურჩულით ლაპარაკობენ, წესის დარღვევის შემთხვევაში კი, პატიმრები სამარტოო საკანში გადაჰყავთ, რასაც აღრიცხვის ჩანაწერებიც ადასტურებს. პატიმრების უმრავლესობას იქ მოთავსების მიზეზად ”ხმაურის გამოწვევა” უწერია.

 

პრობლემებზე, რომლებიც მონიტორინგის შედეგებშია ასახული, ”ნეტგაზეთი” რამდენიმე კვირის წინ ომბუდსმენის ანგარიშზე დაყრდნობით წერდა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი