სამართალი

”ქართული ოცნების” წევრის ცემისთვის მოქალაქე დააკავეს

22 მაისი, 2012 •
”ქართული ოცნების” წევრის ცემისთვის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შსს-ს ცნობით, პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების”  ასპინძის შტაბის ხელმძღვანელი ტარიელ ივანიშვილი  გელა მურადაშვილს პირდებოდა, რომ პოლიტიკური დავალებების შესრულებების სანაცვლოდ, გარკვეული პერიოდის შემდგომ იგი გააწევრიანებდა და ოფიციალურ სამსახურს შესთავაზებდა პოლიტიკურ კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში” სამუშაოდ. კოალიციაში მურადაშვილს ექნებოდა სოლიდური ანაზღაურება. პოლიციისვე ცნობით,  აღნიშნულ პერიოდში გელა მურადაშვილი მიცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად ხარჯავდა პირად თანხებს.

”გარკვეული პერიოდის შემდგომ ტარიელ ივანიშვილმა უარი განუცხადა გელა მურადაშვილს მისთვის მიცემულ პირობის შესრულებაზე, რის გამოც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა და მიმდინარე წლის 22 მაისს გელა მურადაშვილი საქმის გასარკვევად  მივიდა ტარიელ ივანიშვილთან ოფისში, ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა მურადაშვილმა  ფიზიკური შეურაწყოფა მიაყენა ივანიშვილს,” – აცხადებს შსს. სამინისტროსვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი