პარლამენტში სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება, თუკი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი წევრი და აქცია – “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში დაბრუნდება და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
“მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული პოლიტიკის გატარებაში. ვოვა სანაკოევი გარკვეულ ეტაპზე ასრულებდა გარკვეულ დადებით როლს და აქტიურად ებრძოდა კოკოითის რეჟიმს. მან რომ გადაწყვტოს, ამ საქმიანობას ხვალ ან ზეგ დაუბრუნდეს და ამ მხარის საქართველოსთან სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის თავისი საქმიანობა გააგრძელოს, ჩვენ მას ამის საშუალებას დღესაც დიდი სიამოვნებით მივცემთ — რა ბეგრაუნდი და რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს მას. ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ნებისმიერ განცხადებას”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სანაკოევი რუსეთში 2010 წელს გადავიდა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგენტი იყო და მათი დავალებით იყო საქართველოში.
სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ასევე შეეხო ირაკლი ალასანიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ხშირად ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები ომის შესახებ რუსეთს ხელს აძლევს.
„ბატონი ალასანიას განცხადება საბაბად გამოიყენეს და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. მგონია, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება პარლამენტში ან მის გარეთ შეიძება გაკეთდეს, მოზომილი უნდა იყოს, რათა საერთო საქმეს ზიანი არ მიადგეს,“ – ამბობს ვანო მერაბიშვილი.
მან გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრების ფინანასურ ურთიერთობებზე, კომპეტენციიდან გამომდინარე, პასუხი არ აქვს.
“აქ იყო დასმული ფინანსურ საკითხებზე კითხვა და მე გამიჭირდება მასზე პაუსის გაცემა” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
ფინანსურ საკითხებზე დასმულ კითხვებზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2004 წლიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს ფინანსურ დანაშაულებთთან დაკავშირებულ საქმიამონებს.
ფინანსურ საკითხებზე მინისტრისთვის გაგზავნილ კითხვებში აღნიშნული იყო ფეთჰულაჰ გულენის კომპანია „ჩაღლარის“ და პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრთა ფინანსური ურთიერთობების კავშირების შესახებ.