სამართალი

რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად გამოაცხადონ

10 აგვისტო, 2016 • 1356
რუსთავი 2 საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, გადაწყვეტილება დროულად გამოაცხადონ

რუსთავი 2-ისა და ტელეკომპანია საქართველოს ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებენ, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება  მათ საკონსტიტუციო სარჩელზე.

მათვე განცხადებით, სარჩელის განხილვის 9-თვიანი ვადა უკვე ამოწურულია.

“კონსტიტუციური მართლმსაჯულება გულისხმობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას კანონით განსაზღვრულ ვადებში. საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში ამგვარ ვადად დადგენილია 9 თვე, რაც, სამწუხაროდ, უკვე დარღვეულია, ვინაიდან ეს ვადა უკვე ამოწურულია. ყველას მოეხსენება, რა შემჭიდროებულ ვადებში მოხდა საერთო სასამართლოებში ჩვენი საქმის განხილვა და საქმეზე უკანონო გადაწყვეტილებების დაყენება. ამ ფონზე სრულიად გაურკვველია, თუ რით არის გამოწვეული უკვე ორგზის განხილული საქმეების დაუსრულებლობა და გადაწყვეტილების გამოუტანლობა. ჩვენი თხოვნა და მოწოდებაა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ნუ აჰყვებიან იმ ძალადობას, მუქარას, რომელიც აშკარად მომდიონარეობს ხელისუფლების მხრიდან და რაც, სამწუხაროდ, გახდა სწორედ იმის საფუძველი, რომ საერთო სასამართლოებში გამოტანილ იქნა უკანონო გადაწყვეტილებები, კვლავაც იყვნენ კონსტიტუციური პრინციპების და ძირითადი უფლებების დაცვის გარანტი და უკვე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ახლა მაინც გამოიტანონ საქმეზე გადაწყვეტილება,”- განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ.

უკანასკნელი რამდენიმე კვირაა, ხელისუფლების წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი