12 ნაფიც მსაჯულს დღეს შეარჩევენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს, 100 კანდიდატიდან უნდა შეარჩიონ 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებმაც უნდა განიხილონ მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ნოემბერს 100 კანდიდატიდან უნდა შეარჩიონ 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებმაც უნდა განიხილონ მინასიანების ოჯახში 1995 წელს ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულის საქმე.

თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, ნაფიც მსაჯულების შერჩევა, შესაძლოა, შემდეგ დღეებშიც გაგრძლედეს.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი პირველად თბილისში 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, თუმცა ერთი წლის მანძილზე ნაფიც მსაჯულებს ჯერ არც ერთი საქმე არ განუხილავთ. ნაფიცი მსაჟულები მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით(განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულთა საქმეს განიხილავენ და იმასაც იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი მთელი საქართველოს მასშტაბით 2012 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულება საქართველოს ყველა იმ მოქალაქის მოვალეობაა, რომელიც საარჩევნო სიაშია დარეგისტრირებული. პირი ვერ იქნება ნაფიცი მსაჯული, თუ მას შეზღუდული აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

ნაფიცი მსაჯულის მოვალეობას პირი ვერ შეასრულებს, თუ ის არის  სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, გამომძიებელი, პოლიციელი, ირიცხება, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასულიერო პირი, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე, ბრალდებული, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და იურისტი.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში იყო ნაფიცი მსაჯული, ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს.

გარდა ამისა, ნაფიცი მსაჯულობისთვის თავის არიდება შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ასევე, თუ პირი ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ და არის 70 წელს გადაცილებული.

კანონით, ნებისმიერ კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ ადამიანს ნაფიცი მსაჯულობის გამო გაცდენილი სამუშაოსთვის ანაზღაურება არ დაექვითება.

ამავე თემაზე:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის მსაჯულების შერჩევა დაიწყო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი