ხელოვნება

ევროვიზიაზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენს სიმღერით – Midnight Gold [ვიდეო]

16 თებერვალი, 2016 • 3138
ევროვიზიაზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენს სიმღერით – Midnight Gold [ვიდეო]

2016 წლის ევროვიზიის კონკურსზე სტოკჰოლმში საქართველოს Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz წარადგენს სიმღერით: Midnight Gold.

საზოგადოებრივი მაუწყბელის ინფორმაციით, შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებულ კომპოზიციას ისინი ბერლინის პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში – Red Bull STUDIOS ხვალიდან ჩაწერენ.

“ხუთი სიმღერდან: Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree – საუკეთესო გადაცემა “კომუნიკატორის” ეთერში დასახელდა. გამარჯვებული სიმღერა მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხმის მიცემის შედეგად, პროპორციული თანაფარდობით 50%-50%-ზე, ერთობლივად, გამოავლინეს.

საერთაშორისო ჟიური ოთხი პროფესიონალისგან შედგებოდა, ესენია: მარვინ დიტმანი – სცენოგრაფი, კრისტერ ბიორკმანი – პროდიუსერი, ევროვიზია 2016-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საშა ჟან-ბაპტისტი – რეჟისორი, ენდი მიხეევი – ჟურნალისტი, ექსპერტი.

4 თებერვლიდან, მაყურებელს ხუთი სიმღერიდან ( Midnight Gold, Pain in my Heart, Right or Wrong, Sugar and Milk, Weagree) ერთ-ერთის არჩევის საშუალება ჰქონდა. მათი მოსმენა და შეფასება შესაძლებელი იყო პირველი არხის ეთერში და ვებგვერდზე – 1 tv.ge. სატელეფონო ზარები სტაციონალური ტელეფონიდან და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა უფასო იყო. ხმის მიცემა მიმდინარეობდა ასევე, ინტერნეტსივრცეში”, – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყბელის განცხადებაში.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს. კონკურსში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს, ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61- ე კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლები ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში, იმღერებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი