ხელოვნება

ბუკერის პრემია ”ფინკლერის კითხვას” ერგო

13 ოქტომბერი, 2010 • • 1613
ბუკერის პრემია ”ფინკლერის კითხვას” ერგო

2010 წლის ლიტერატურული პრემია ბუკერი, 68 წლის ბრინატელ მწერალს და ჟურნალისტს, ჰოვარდ ჯეიკობსონს გადაეცა. ნოველისთვის ფინკლერის კითხვა, რომელიც მწერალმა 2010 წელს გამოსცა. ფინკლერის კითხვა ძველი მეგობრების ისტორიაა, რომელთა შორის ერთ-ერთი ცოტა ხნის წინათ დაქვრივდა.

ჯეიკობსონი, რომელსაც 11 წიგნი აქვს გამოცემული, პირველად მოხვდა ლიტერატურული პრემია ბუკერის “შორთ ლისტში” მისი ნოველა საუკეთესოდ მიიჩნიეს და წლის მთავარი პრიზითაც დააჯილდოვეს.

ფინკლერის კითხვა იუმორისტული ნოველაა. საინტერესოა, რომ ბუკერის პრემიის 42– წლიან ისტორიაში, რთულია მოიძებნოს ისეთი შემთხვევა, როდესაც პრემიას იუმორისტული ნოველის ავტორებს გადასცემენ.

ფინკლერის კითხვა კი სწორედ ის გამონაკლისია, როდესაც იუმორისტული ნოველა წლის მთავარ ლიტერატურულ პრემიას იღებს.

ბუკერის პრემიის წარმომადგენელმა, ენდრიუ მოუშენმა ფინკლერის კითხვას საუკეთესო მოთხრობა უწოდა.

”საოცარია, რომ ჯეიკობსონი არასდროს მოხვედრილა ბუკერის პრემიის “შორთ ლისტში”. ფინკლერის კითხვამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ საუკეთესო ნოველა იყო”,-თქვა ენდრიუ მოუშენმა.

ლონდონელი მწერალი, რომელიც თავისი ჟურნალისტური სვეტებითაც არის სახელგანთქმული, დღეიდან კიდევ უფრო პოპულარული გახდება. თუ გავითვალიწინებთ, რომ შარშანდელი ბუკერის პრემიის გამარჯვებულს პრემიამ 6 მილიონზე მეტი წიგნის  გაყიდვა მოუტანა.

ბუკერის პრემიის ფულადი ჯილდო 50 ათასი ევროა, რომლის ჩეკიც დაჯილდოვების ცერემონიალზე მოუშენმა  ბუკერის ახალ, 2010 წლის ლაურეატს  ჰოვარდ ჯეიკობსონს გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი