კინოხელოვნება

ნიუ-იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

22 სექტემბერი, 2014 • • 1226
ნიუ-იორკში ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

კულტურის სამინისტროს ცნობით, რეტროსპექტივის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 45-მდე ქართული ფილმი – როგორც საუკუნოვანი ქართული უხმო კინო და საბჭოთა პერიოდის კინოკლასიკა, ისე ახალი ქართული  ფილმები. 

 

„საუკუნის პროექტზე“  მუშაობა  თითქმის 25 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ფილმების მსგავსი მასშტაბური რეტროსპექტივა მხოლოდ მე-20 საუკუნის 80-იან წლებში პარიზში, პომპიდუს ცენტრში გაიმართა”, – აცხადებს სამინისტრო.

 

ნიუ-იორკისა და ბერკლის შემდეგ 50-მდე ქართული ფილმის ჩვენება ვაშინგტონსა და ტორონტოს სინემათეკშიც შედგება.

 

ქართული კინოს დღეების ორგანიზატორები არიან – ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, ბერკლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი.

 

რეტროსპექტივის მხარდამჭერები საქართველოდან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში; საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ნიუ იორკი
ნიუ იორკი

მასალების გადაბეჭდვის წესი