აფიშახელოვნება

25 სექტემბერს ევროპის კულტურის კვირეული დაიწყება

17 სექტემბერი, 2014 • • 1283
25 სექტემბერს ევროპის კულტურის კვირეული დაიწყება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში გიწვევთ 2014 წლის “ევროპის კულტურის კვირეულის” გახსნის ცერემონიაზე თბილისში, 25 სექტემბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე.

 

ცერემონია ჩატარდება კუს ტბაზე, კაფეში „სანაპირო“ (სპორტულ მოედანთან). ფესტივალს ოფიციალურად გახსნის შვედეთის სამეფოს ელჩი, მისი აღმატებულება მარტინა ქუიქი. ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება შვედური ელექტრონული პოპ-არტ მუსიკალური ბენდის `Tikkle Me`-ის კონცერტი.

 

„ევროკავშირის კულტურის კვირეული“ კულტურის ფესტივალია, რომლის მიზანია ევროპული ღირებულებების პრომოცია ხელოვნების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების ორგანიზების გზით, როგორებიცაა: დისკუსიები ქართველ და ევროპელ მწერლებთან, კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური დადგმები, გამოფენები, ქუჩის ხელოვნების პერფორმანსები და სხვა.

 

ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: www.euculture.ge

 

ევროპის კულტურის კვირეული 2014
ევროპის კულტურის კვირეული 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი