ხელოვნება

ესტონეთმა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე კანდიდატ ფილმად წარადგინა

3 სექტემბერი, 2014 • • 998
ესტონეთმა ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ოსკარზე კანდიდატ ფილმად წარადგინა

“მანდარინები” საქართველო-ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია. ის 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. 

 

ასევე ცნობილია ხორვატიის მიერ გაგზავნილი ფილმი “Cowboys“, სერბეთის მიერ გაგზავნილი ფილმი “See You in Montevideo” და ფინეთის მიერ წარდგენილი ფილმი Concrete Night.

 

კანდიდატი ფილმის წარდგენა არ ნიშნავს კინოაკადემიის საკონკურსო პროგრამაში ჩართვას. მხატვრული ფილმი მხოლოდ კანდიდატ ფილმადაა წარდგენილი და კინოაკადემიის ნომინაციაში მოსახვედრად კიდევ ერთი შერჩევა უნდა გაიაროს.  არჩევის შემთხვევაში,  “მანდარინები” “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” კატეგორიაში იქნება წარდგენილი.

 

ბოლო ვადა ოსკარებზე კანდიდატი ფილმების წარსადგენად 1 ოქტომბერია. კინოაკადემია ნომინაციებს 2015 წლის 15 იანავრს გამოაცხადებს, თავად დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.

 

მანდარინები
მანდარინები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი