ხელოვნება

“საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრები საჯარო მიმართვას ავრცელებენ

14 ივლისი, 2014 • • 1159
“საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრები საჯარო მიმართვას ავრცელებენ

“სადავო აღარ არის, რომ საყდრისის მაღარო მსოფლიოში უძველესი და უნიკალურია, ჩვენი ისტორიისა და კულტურის სიამაყეა, ამავდროულად, საკაცობირო მნიშნელობის ძეგლია. აქედან გამომდინარე, ჩვენ, საყდრისის მცველები საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს სასწრაფოდ აღუდგეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი”,- აცხადებენ ისინი საჯარო მიმართვაში, რომელსაც 25 ადამიანი აწერს ხელს. 

 

კომიტეტის წევრების განცხადებით, საყდრისის მაღაროს განადგურებას აპირებენ იმითი, რომ მაღაროს ტოტალური გათხრა დაიწყება, რის შემდეგაც საყდრისის შენარჩუნება შეუძლებლად გამოცხადდება და RMG-ის მისი “აფეთქების” შესაძლებლობა მიეცემა.

 

მიმართვაში აღნიშნავენ, რომ საყდრისისი მაღაროს არსებული ფორმით შენარჩუნებას მთავრობას ავალდებულებს საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, მე-12 მუხლი და არქეოლოგუირი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის მე-2, მე-3 და 4 პუნქტები, რომელსაც საქართველო 2000 წლიდან არის მიერთებული. 

 

კომიტეტის წევრების განცხადებით, RMG-იმ საყდრისი მაღარო დააზიანა, რის გამოც საჩვარია შესული შესაბამის უწყებებში, თუმცა რეაგირება არც ერთ მათგანს არ მოყოლია. 

 

კულტურის სამინისტრომ 2013 წლის 5 ივლისს საყდრისის მაღაროს მოუხსნა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი სპეციალურად შექმნილი 11-კაციანი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

მოქალაქეების ნაწილი სამინისტროს გადაყწვეტილებას აპროტესტებს. საყდრისში მუდმივად იმყოფებიან “საყდრისის დაცვის საზოზგადოებრივი კომიტეტის” წევრები, რომლებსაც საყდრისის მაღაროსთან კარვები აქვთ გაშლილი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 2014 წლის მაისში მოიწვია გერმანელი და ბულგარელი ექსპერტები საყდრისის საკითხის შესასწავლად, მათ დაადასტურეს საყდრისში უძველესი მაღაროს არსებობა.

 

საყდრისის მაღარო მდებარეობს წიაღისეულის სალიცენზიო ტერიტორიაზე, რომელსაც კომპანია RMG Gold-ი ფლობს. კომპანია ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე მას ოქროს მოპოვებაში ხელი ეშლება. RMG Gold-მა 2013 წლის თებერვალში მაშინდელ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ითხოვდა მისთვის კულტურული მემკვიდროების ძეგლის სტატუსის მოხსნას იმ საფუძველზე, რომ საყდრისის მაღაროს არავითარი ღირებულება არ გააჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი