აფიშახელოვნება

ბრიტანელი დიჯეი Goldierocks თბილისში კონცერტს გამართავს

22 აპრილი, 2014 • • 1251
ბრიტანელი დიჯეი Goldierocks თბილისში კონცერტს გამართავს

ბრიტანეთის საბჭოს ყოველკვირეული რადიოგადაცემა „სელექტორი,“ რომლის დიჯეიც გოლდიროქსია, მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში გადაიცემა, მათ შორის საქართველოში – რადიო მწვანე ტალღაზე (FM 107.4).


„ის ალბათ  ყველაზე გავლენიანი ქალია პოპ-მუსიკის სფეროში’’ – ასე აფასებს საყოველთაოდ ცნობილი ბრიტანული გამოცემა „Evening Standard“ DJ Goldierocks-ს, რომელიც თბილისში, “ნაით ოფისში” 25 აპრილს გამართავს კონცერტს. 


ამ კონცერტის მხარდამჭერები  და პარტნიორები არიან კომპანია ომეგა თეგი და მორელის ჯელატო, კლუბი ნაით ოფისი, რადიო მწვანე ტალღა და ბრიტანეთის საელჩო თავისი ყოვლისმომცველი კამპანიით  “The GREAT Campaign”. 

სემ ჰოლი, ფოტო: ირინა კლევეტა
სემ ჰოლი, ფოტო: ირინა კლევეტა

ბრიტანეთის საბჭოს რადიოპროგრამა „სელექტორს,“ რომლის წამყვანიცაა DJ Goldierocks და რომელიც ახალი ტალანტების აღმოჩენას და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას ემსახურება, 4 მილიონზე მეტი ერთგული მსმენელი ჰყავს. ამ ფაქტის გამო ცოტა ხნის წინ გაზეთმა „The Sunday Times“-მა ‘‘სელექტორი’ არსებულ ბრიტანულ მუსიკალურ პროგრამებს შორის საუკეთესოდ დაასახელა. 


რადიოპროგრამის წაყვანის გარდა, სემ ჰოლი კონცერტებით გამოდის მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სხვადასხვა სცენებზე ათასობით მსმენელის წინაშე. მისი მუსიკა უნიკალურად აერთიანებს ეკლექტური ჰაუსის, მსოფლიო ბიტების, მეშ აპ ელექტრო და ბასის მძიმე რემიქსებს. კრიმფილდსი, ლატიტუდი, ლიდსი, ვუდსტოკი და გლასტონბერი – ეს იმ ფესტივალების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც სემ ჰოლი მონაწილეობს. მისი სიახლეებისადმი სწრაფვა იმაშიც გამოიხატება, რომ კონცერტებს მართავს ისეთ უჩვეულო ადგილებშიც, როგორიცაა საბჭოთა მიწისქვეშა ბუნკერი ყაზახეთში, მალავის ტბის სანაპირო, შანხაის საწყობები, ალპების ყინულოვანი იგლუები და სხვ.


ბოლო ორი წლის განმავლობაში სემ ჰოლი ბრიტანული დაჯილდოების (The Brit Awards) წამყვანი გახლდათ. მას წილად ხვდა პატივი, 90 წუთის განმავლობაში დაეკრა სეტი პარა-ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 2012 წელს ლონდონში. 


კონცერტის გარდა 26 აპრილს დიჯეი ჩაატარებს ვორქშოფებს ქართველი ჟურნალისტებისთვის და დიჯეებისთვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი