ხელოვნება

“ლექსო, ნუ დაიკარგები”

26 ოქტომბერი, 2011 • 1276
“ლექსო, ნუ დაიკარგები”

რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო გაიმართა სახელწოდებით “ლექსო, ნუ დაიკარგები”.
ღონისძიებაში მონაწილეობას სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მელექსეებთან ერთად ფოლკლორული ანსამბლებიც მონაწილეობდნენ.
ხალხური პოეზიის საღამო ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით ჩატარდა და ღონისძიებას ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლეც ესწრებოდა.
ხალხური პოეზიის საღამოები მრავალწლიანი პაუზის შემდეგ 2008 წელს აღდგა, მას შემდეგ ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის საღამო ყოველ წელს ეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი