ნეტგაზეთი | Love Video 2011 Love Video 2011 – Netgazeti
RU | GE  

Love Video 2011

დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში გაიმართება  ფრანგული, „იმიჯების ბრიგადის“ (LA BRIGADE DES IMAGES)  2011 წლის ფილმების ჩვენება. საქართველოს ეწვევა „იმიჯების ბრიგადის“ პრეზიდენტი და ყოველწლიური ჩვენებების კურატორი ლორან ქუიენენი.

პროექტის ავტორებმა, რომლებიც ყოველწლიურად აჩვენებენ ფილმებს საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, წელს წამოწიეს თემა : Love Video.

«მშფოთვარე და შემაწუხებელი პოლიტიკური კონტექსტის პირობებში სიყვარული და კინო არსებით მოვლენებს წარმოადგენენ. გასული წლის მაგალითზე, 1960 წლების შემდეგ, საფრანგეთი კინოთეატრებში დამსწრეთა რიცხვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მომსწრე გახდა. ახალი ფილმები, რომლებიც მოხვდნენ ამა წლის სელექციაში, ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა– სიყვარული და კინო, თხრობის ინტიმური ფორმები, რომლებიც შესაძლებელია გვახსენებს სახლის ვიდეოს, საუბრობს სიყვარულზე და მის თანდათანობით გაუჩინარებაზე, აგრეთვე, ზოგჯერ პოლიტიკაზეც, რამეთუ ინტიმური საკმაოდ ხშირად არის პოლიტიკური»,  აცხადებენ პროექტის ავტორები.

Love Video 2011 – ის პრემიერა საქართველოში 27-დან 30 ივნისის ჩათვლით  თანამედროვე ხელოვნების ცენტრ – თბილისის საგამოფენო სივრცეში გაიმართება. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო– ნამუშევრები შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია,  ნიდერლანდები, სერბეთი და ჩინეთი.

საქართველოში ჩვენებების დასრულების შემდეგ, სექტემბერსა და ოქტომბერში, პროგრამა ნაჩვენები იქნება სალასიონის (Salaisons) საგამოფენო სივრცეში, საფრანგეთში.

 

Love Video 2011-ის ფილმების პროგრამა

ნენად მალესევიკი « ლექცია», 9’30, 2010 (ბეოგარდი, სერბეთი)


სემ ჰოლდენი, « ფოკუსი », 3’28, 2009 (ლონდრესი, დიდი ბრიტანეთი)

ილონა ტიკვიცკი, « პანდორას ყუთი», 2’34, 2010 (პარიზი, საფრანგეთი)

ქეით სტობარდი, « ფუნჯი », 5’, 2010, (ნიუკასლი, დიდი ბრიტანეთი)

ლლორან ფივეტი, « შალის წინდები », 4’27, 2011 (პარიზი, საფრანგეთი)

რეიჩელ ჰაინესი, « ცდა », 1’15, 2008 (ნიუ იორკი, შეერთებული შტატები)

ვიენ ჩანი « ოფელია », 2’10, 2010 ( ჰონ-კონგი, ჩინეთი)

თომას დერბი « I’ve got a lover way over there », 2’50, 2010 (ნოთინგემი, დიდი ბრიტანეთი)

 


ბენ ჯადი, « მე მიყვარს », 7’15, 2003 (ლონდრესი, დიდი ბრიტანეთი)


ავი კრისპინი, « სვიტერი», 3’58, 2010 (ამსტერდამი)


ქრის დიუპისი « უბრალოდ მეგობრები », 4’30, 2010 (ტორონტო, კანადა)

თედ ჰოზიუმი « ვინმეზე ფიქრი, მერაია ქერის მოსმენის დროს», 4’25, 2008  (ტორონტო, კანადა)

ენდრიუ ლავი და დეივ პესკოდი « ყველა ეხვევა», 5’05, 2010, (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი)

გერალდ ზანი, « გადაჟარბების ვნება», 4’30, 2008 (ვენა, ავსტრია)

Arnold Pasquier, « Au revoir et Merci », 4’17, 2001 (Paris, France)
არნოლდ პასქუიერ, « ნახვამდის და მადლობთ», 4’17, 2001 (პარიზი, საფრანგეთი)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი