შავიზღვისპირეთში, იქ, სადაც ქვიშა სულ სხვანაირად ბრწყინავს, ოჯახები ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე მიზეზით ბრუნდებიან.  ეს მიზეზი პირველ რიგში ადგილის სპეციფიკას უკავშირდება – ურეკის მაგნიტურ ქვიშას, რომელიც ათწლეულებია სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბუნებრივ ფაქტორად მიიჩნევა. დღეს კი იგივე ბუნებრივი რესურსი უკვე სხვა ჭრილში ვლინდება:  ე.წ. ველნეს ინდუსტრიის სწრაფი ზრდის ფონზე, ურეკმა ნელ-ნელა უკან მოიტოვა მხოლოდ სეზონური კურორტის სტატუსი და უფრო ფართო ეკონომიკური ინტერესის ზონად ჩამოყალიბდა.

ამ ცვლილებას გლობალური ტენდენციებიც აძლიერებს. ველნეს ტურიზმი ბოლო წლებში სწრაფად მზარდ მიმართულებად იქცა და ამ ფონზე, აპარტამენტები ურეკში, სხვადასხვა თანამედროვე საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტში, სულ უფრო ხშირად ხვდება ინვესტორების ინტერესის არეალში.

აპარტამენტები ურეკში და ახალი საინვესტიციო დინამიკა

ურეკი წლების განმავლობაში ერთი ლოგიკით ვითარდებოდა: მაგნიტური ქვიშის სამკურნალო რეპუტაცია სეზონურად იზიდავდა დამსვენებელს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ კურორტი ისევ ძველ, მშვიდ რიტმს უბრუნდებოდა. ეს ციკლი თვითდინებით მუშაობდა, თუმცა ინვესტიციებისთვის სტაბილურ საფუძველს  ვერ ქმნიდა.

დღეს ეს რეალობა რადიკალურად იცვლება. ველნეს ტურიზმის ინდუსტრიამ არაერთი მსგავსი ლოკაცია გადაიყვანა ტრანსფორმირების ახალ ეტაპზე – სივრცეები, რომლებსაც გააჩნდათ ბუნებრივი რესურსი, თუმცა ვერ პასუხობდნენ თანამედროვე მოგზაურის სტანდარტებს, დღეს ინვესტიციების მთავარ სამიზნედ იქცა. ურეკს ეს უპირატესობა ყოველთვის ჰქონდა, უბრალოდ, ახლა მისი ბუნებრივი პოტენციალი და ეკონომიკური ინტერესი ერთი მიმართულებით პირველად მოძრაობს.

ამ ახალი დინამიკის ფონზე, საინვესტიციო სურათიც მკაფიოა. საქართველო უძრავი ქონების შეძენის სიმარტივით რეგიონში ცალსახად გამორჩეულია: ამონაწერის მიღება ერთ დღეშია შესაძლებელი, ხოლო ქონების გადასახადი პრაქტიკულად სიმბოლურია. 

ურეკი ამ საფუძველზე კიდევ ერთ კონკრეტულ უპირატესობას ამატებს – სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთზე პრემიუმკლასის, ლიკვიდური უძრავი ქონების მწვავე დეფიციტია. ბაზარი ახლა იმ ეტაპზეა, სადაც აქტივის საბაზრო ღირებულება და მისი მომავალი კაპიტალიზაციის პოტენციალი სრულ თანხვედრაშია – ეს კი ის დროა, როცა საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება ყველაზე მაღალი უკუგების მომტანი შეიძლება იყოს. 

Ureki Sands Lifestyle Resort: ველნეს კონცეფცია, როგორც ახალი საინვესტიციო სტანდარტი

Ureki Sands Lifestyle Resort იმ იშვიათ პროექტებს მიეკუთვნება, სადაც განვითარების ლოგიკა უშუალოდ ადგილიდან იღებს სათავეს. აქ ურეკის უნიკალური მიკროკლიმატი, მაგნიტური ქვიშა, ფიჭვნარი და ზღვის სიახლოვე განსაზღვრავს როგორც არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ისე ფუნქციურ შინაარსს. კომპლექსის შიგნით გხვდებათ კერძო სანაპირო ზოლი, სპა სივრცეები, აუზები, პადელის კორტი, იოგის ზონა და ფიტნესინფრასტრუქტურა. ამ მთლიანობაში კი ველნეს ტურიზმის ის მიდგომა იკითხება, რომელიც სივრცეს ერთიან გამოცდილებას მოიაზრებს და არა ცალკეულ ელემენტებად. 

კომერციული თვალსაზრისით, ინვესტიცია ურეკში, კონკრეტულად მსგავსი ტიპის კომპლექსში, ორ პარალელურ ეკონომიკურ ლოგიკას ემყარება. პირველი, მზარდი მოთხოვნაა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ველნეს ტურიზმი გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური სეგმენტია, რაც აპარტამენტების გრძელვადიანი გაქირავებისთვის სტაბილურ საფუძველს ქმნის. მეორე, მიწოდების დეფიციტია: ურეკში სრულფასოვანი, ინფრასტრუქტურით დატვირთული ველნეს კომპლექსები ჯერ კიდევ იშვიათობაა, რაც პროექტის ადრეულ ეტაპზე პოზიციონირებას დამატებით საინვესტიციო უპირატესობას ანიჭებს. ამ ორი ფაქტორის სინერგია კი ქმნის გარემოს, სადაც დროის ფაქტორი პირდაპირ განსაზღვრავს აქტივის მომავალ საბაზრო ღირებულებას.

Ureki Sands Lifestyle Resort-ის კონცეფციაში ეს ლოგიკა არქიტექტურულ გადაწყვეტილებებშიც კარგად ჩანს. რეზიდენციის ფართები პირველივე სართულიდან პირდაპირ უკავშირდება კომპლექსის საერთო ინფრასტრუქტურას: აუზი, ქვიშის სპა, ლაუნჯი და ლობი ისეა დაგეგმარებული, რომ საცხოვრებელი სივრცე და კომპლექსის საერთო გარემო ერთ მთლიანობას ქმნის. კერძო სანაპიროდან იოგის სივრცემდე, პადელის კორტიდან საბავშვო ზონამდე – ყველაფერი ერთ პერიმეტრშია მოქცეული. ეს ველნეს კურორტისთვის გადამწყვეტი ფაქტორია, რადგან სტუმარს არ უჩნდება საჭიროება, კომპლექსის გარეთ გასასვლელად დამატებითი დრო და ენერგია დახარჯოს.

ურეკის ახალი საინვესტიციო ციკლი და ფინანსური პერსპექტივა

ინვესტიცია ურეკში დღეს სრულიად განსხვავებულ მიდგომას და ხედვას მოითხოვს. პირობითად, 10 წლის წინ, ინტერესის მთავარი საგანი სეზონური შემოსავალი იყო – გაქირავება ზაფხულში, შესვენება შემოდგომის მიწურულს და მკვეთრად გამოხატული პაუზა წლის დანარჩენ პერიოდში. დღეს კი ბაზარი სხვა ლოგიკით ვითარდება. ველნეს ტურიზმის ზრდამ სეზონურობა ნაწილობრივ გაანეიტრალა: ამ სეგმენტის მომხმარებელი წლის სხვადასხვა პერიოდში მოგზაურობს და მისი არჩევანი ნაკლებად არის დამოკიდებული ამინდსა თუ ტრადიციულ სეზონურ კალენდარზე.

შესაბამისად, სანაპირო ზოლზე მდებარე აპარტამენტები ურეკში, რომლებიც ველნეს ინფრასტრუქტურასთან არის ინტეგრირებული, ტრადიციულ საზაფხულო საკურორტო ფართთან შედარებით, უფრო სტაბილურ საიჯარო მოთხოვნას ინარჩუნებს წლის განმავლობაში.

ამ ყველაფერს კონკრეტული ეკონომიკური ლოგიკაც ადასტურებს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორად სტრუქტურირებულ კომპლექსებში ფართების ღირებულება მშენებლობის ყოველ ახალ ეტაპზე იზრდება – შესაბამისად, ადრეული ინვესტირება არა მხოლოდ ოპტიმალურ საწყის ფასს, არამედ კაპიტალის ზრდის უფრო ფართო შესაძლებლობებს გვთავაზობს. ურეკის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბაზარი განვითარების ადრეულ ფაზაშია, ხოლო ახალი პროექტების რაოდენობა ლოკაციის სპეციფიკითაა განსაზღვრული. ეს ობიექტური, გეოგრაფიული ფაქტორი ბაზრის ერთგვარ ბუნებრივ სტაბილიზატორად მუშაობს – მოთხოვნა იზრდება, მიწოდების მასშტაბი კი შეზღუდულია.

იქ, სადაც ქვიშა სულ სხვანაირად ბრწყინავს, საინვესტიციო გათვლებიც შეიცვალა. კურორტი კვლავ იზიდავს ოჯახებს, თუმცა მათთან ერთად სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ისინიც, ვინც აქ მხოლოდ დასვენებისთვის კი არა, სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად ბრუნდება. ურეკი თანმიმდევრულად გადადის ერთი კატეგორიიდან მეორეში – სეზონური ლოკაციიდან გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესის ზონაში. ეს გარდამავალი ეტაპი კი ისტორიულად ყველაზე ხელსაყრელი მომენტია მათთვის, ვინც ბაზრის პოტენციალს სხვებისგან განსხვავებით დროულად ამჩნევს.