რეკლამა

„m2“ საკუთარი ბრენდის ქვეშ 3 600 ბიანიან საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს და განავითარებს

11 დეკემბერი, 2017 • 2912
„m2“ საკუთარი ბრენდის ქვეშ 3 600 ბიანიან საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს და განავითარებს

დეველოპერულმა კომპანიამ m2 უძრავი ქონებაერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრენშაიზინგის შეთანხმების შესახებ განაცხადა. შეთანხმების თანახმად „m2 უძრავი ქონება“ საკუთარი ბრენდის ქვეშ ააშენებს და განავითარებს 3 600 ბიანიან საცხოვრებელ კომპლექსს კომპანია „Georgian Retail Centers LLC“-ის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, „m2 უძრავი ქონება“ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე 190 000 კვ.მ-ის საცხოვრებელ ფართს ააშენებს. პროექტი ათი ეტაპისგან შედგება და სამუშაო პროცესი ოთხიდან ხუთ წლამდე გასტანს.

აღნიშნული ფრენშაიზინგული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის კუთხთით თუმცა ამასთანავე,  m2-ის სტრატეგიულ მიმართლებას წარმოადგენს საქართველოში სასტუმროების მშენებლობა. ამჟამად m2-ს საპროექტო-სამშენებლო ფაზაში აქვს სასტუმროს 3 პროექტი, რომელიც ჯამურად 400 ნომერს მოიცავს. მომავალი 2 წლის განმავლობაში კი სასტუმრო ნომრების ათასამდე გაზრდა იგეგმება.

„მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება, რადგან კომპანიამ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრენშაიზინგის შეთანხმება გააფორმა. m2 უკვე ათი წელია ოპერირებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და წარმატებული პროექტების შედეგად, დიდი ნდობით სარგებლობს როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო სექტორის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი ნაწილი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობასთან ერთად, სწორედ სასტუმროების მშენებლობებია. ვფიქრობთ, სასტუმროების სექტორის განვითარება საქართველოში აქტიურად შეუწყობს ხელს ტურისტული ბიზნესის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კომპანია „m2 უძრავი ქონება“ აქტიურად იქნება წარმოდგენილი სასტუმროების სექტორში, მხოლოდ მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს არაერთი სასტუმროს მშენებლობა, რომელთა ნომრების ჯამური რაოდენობაც 1000-ს მიაღწევს“ – განაცხადა m2ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი