ახალი ამბებირეკლამა

m2 ახალი უბნის მშენებლობას იწყებს

7 თებერვალი, 2020 • 2039
m2 ახალი უბნის მშენებლობას იწყებს

ქალაქში ცხოვრების ახალ სტანდარტი, სტილი და კომფორტი სწორედ ის კომპონენტებია, რომლებიც წლებია, „m2 დეველოპმენტთან“ ასოცირდება. თუმცა სამშენებლო ბაზრის ლიდერი კომპანიისთვის მიღწეული არასდროს გამხდარა მიზნის დასასრული, თვითგანვითარების მუდმივ პროცესს კი ყოველთვის ახლავს ახალი იდეები. 2020 წელი m2-სთვის მორიგი ეტაპის დასაწყისია, კომპანიამ მასშტაბური, ამბიციური ახალი პროექტი დაიწყო, რომელმაც „m2 დეველოპმენტს“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაადგმევინა.

„ახლის ძიება, ინოვაციური მიდგომები და თამამი გადაწყვეტები ჩვენი ყოველდღიურობაა, რაც მეტი განვითარებისა და მობინადრეებისთვის ცხოვრების განსაკუთრებული სტილის შეთავაზების საშუალებას გვაძლევს. სწორედ ამ პროცესში გაჩნდა m2-ის ახალი პროექტის იდეაც, რომლის განხორციელებაც ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. თანამედროვე დეველოპმენტში მთავარი საზრუნავი და ყურადღების ობიექტი ადამიანია. ამრიგად, წლების განმავლობაში, იდეალური კომფორტის ძიებამ ინდივიდუალური კომფორტის აუცილებლობამდე მიგვიყვანა, რაც ჩვენს ახალ გამოწვევადაც იქცა. ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებისას, დავიწყეთ ფიქრი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და სურვილებზე – რაც ყველა ჩვენგანს სჭირდება. ყოველთვის გვინდოდა, ისეთი უბანი შეგვექმნა, სადაც ადამიანები ბინებში არ გამოიკეტებოდნენ, თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, ექნებოდათ ერთმანეთთან შეხვედრისა და კომუნიკაციის საშუალება და, რაც მთავარია, მომავალ თაობას ჯანსაღ გარემოში გაზრდიდნენ“, – ამბობს „m2 დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ მეძმარიაშვილი.

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

ნიკოლოზ მეძმარიაშვილი

სამშენებლო ბაზარზე საუბრისას, ნებისმიერ ადამიანს პირველ რიგში, m2 ახსენდება. კომპანია, რომელმაც 2020 წლისთვის უამრავი სიახლე და მასშტაბური პროექტი დააანონსა. ამ ამბიციური კომპანიის წარმატება კი, პირველ რიგში, პროფესიონალთა გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ქვეყანაში უძრავი ქონების წარმატების ისტორია შექმნა. m2 ბაზარზე უკვე წლებია ოპერირებს და ამ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების დეველოპმენტში არაერთი სიახლე დანერგა. თუ ადრე ბინები შავი ან თეთრი კარკასის სახით ბარდებოდა, m2-მა მომხმარებლებს ბინები დასრულებული რემონტითა და სამზარეულოს ჩაშენებული ტექნიკით შესთავაზა, მოწესრიგებული ეზოებითა და საერთო მოხმარების სივრცეებით. ასე დაიწყო კომპანიამ მობინადრეთათვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის იდეის განხორციელება, რაც მათ საგრძნობლად აზოგვინებს დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

ამ პრინციპს ეყრდნობა ახალი უბნის „m3 საბურთალოს“ იდეაც. 21-ე საუკუნის ახალმა გამოწვევებმა, თანამედროვე ცხოვრების რიტმმა და ქალაქში არსებულმა მდგომარეობამ, ახალი რეალობა და მოთხოვნები წარმოშვა. თანამედროვე ადამიანს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ ბინა, ის მეტს ითხოვს: პირადი კომუნიკაციის საშუალებებს, ფართო ტროტუარებს, მოწესრიგებულ და ადაპტირებულ ეზოებს, მეტ გამწვანებასა და კომფორტის ელემენტებს ოჯახის ყველა წევრისთვის (პარკი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედნები, გასართობი და სავაჭრო ცენტრები, ოფისები და სხვა). ასევე, სურს, თავი დაცულად იგრძნოს, ჰქონდეს განცდა, რომ მისი ოჯახის წევრებისა და ქონების უსაფრთხოება საიმედო ხელშია, თანაც ეს  ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასში, რისთვისაც კომპანიას საკმაოდ მოქნილი შეთავაზების სისტემა აქვს. სწორედ ამ იდეას ემსახურება ახალი პროექტის ინოვაციური კონცეფცია და ამას გულისხმობს ცხოვრების თანამედროვე კულტურა, რომელსაც m2 თავის მომხმარებელს სთავაზობს.

კომპანია თითოეულ მომავალ მობინადრესთან აქტიურად მუშაობს, რათა არა მხოლოდ ცხოვრების, არამედ მშენებლობის დროსაც მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას. თქვენ მხოლოდ ბინის მოცულობას ირჩევთ, დანარჩენი არჩევანის გაკეთებაში კი m2-ის გუნდი მაქსიმალურად გეხმარებათ: გთავაზობთ უკვე არსებული რემონტების ტიპებს ან გაძლევთ ინდივიდუალური დიზაინის შექმნის საშუალებას; ასევე, მასალის ვრცელ პალიტრას, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. შესახლების შემდეგ, მობინადრე იღებს არა მხოლოდ კეთილმოწყობილ ბინასა და საერთო მოხმარების სივრცეებს, არამედ კომპლექსის დაცვისა და მოვლა-პატრონობის სრულ მომსახურებას. ეს m2-ის სერვისის უძლიერესი მხარეა და კომპანიისთვის არ არსებობს დაუძლეველი ჩანაფიქრი.

„m2 დეველოპმენტის“  ამოსავალი წერტილი საზოგადოებისთვის თანამედროვე ცხოვრების სტილისა და ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაა. წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებას კომპანია პრაქტიკაში მაქსიმალურად ახორციელებს და მობინადრეებს სრული სერვისის სახით წარუდგენს. ქალაქი თავისი არსით ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის არსებულ რეალობას ერგება. 21-ე საუკუნის ქალაქი ვერ იქნება მხოლოდ ოთხი კედელი, მას აუცილებლად სჭირდება ფუნქციურად დატვირთული, პრაქტიკულად მოსახერხებელი და დროის დამზოგავი ფაქტორები, რაც „m2 დეველოპმენტის“ დასრულებულ კომპლექსებს უკვე აქვს, „m3 საბურთალოს“ შემთხვევაში კი მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული. m2 გთავაზობთ სახლს, რომელიც ბინაზე მეტია და საცხოვრებელ გარემოს, სადაც ოჯახის ყოველი წევრი თავს კომფორტულად, დაცულად, რეალიზებულად და ლაღად იგრძნობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი