რეკლამა

429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

3 სექტემბერი, 2017 •
429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში,  ახალაშენებულ კორპუსებში 429 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს.

დღეს, ქუთაისში 156 ერთოთახიანი, 198 ოროთახიანი, 71 სამოთახიანი  და 4  ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.

კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,  მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და გოგი ფაცაცია  დაესწრნენ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 21 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.

ქუთაისში კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი