ოპტიკური ქსელის – SilkTV ან SilkPhone – ან ორივე სერვისის მომხმარებელი, ვინც 24 ივნისის ჩათვლით ინტერნეტ მომსახურებასაც დაიმატებს, შეეძლება ინსტალაციიდან 6 თვის განმავლობაში უფასოდ ისარგებლოს ინტერნეტით. აბონენტს შეუძლია ოპტიკური ინტერნეტის 4 პაკეტიდან ერთ-ერთი შეარჩიოს. მინიმალური პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-ია; მაქსიმალურის – 50 მბ/წმ. აქციის დასრულების შემდეგ მომხმარებლებისთვის ამოქმედდება სტანდარტული ტარიფები. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით პაკეტის შეცვლა შესაძლებელია.
აქციაში ჩართვა მიმდინარეობს ცხელი ხაზის მეშვეობით – 2 100 100.
ოპტიკური ქსელით ამ ეტაპზე თბილისის გარდა სარგებლობს: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი.
სილქნეტის ოპტიკური ქსელი უსწრაფეს, საიმედო და უწყვეტ ინტერნეტს სთავაზობს მომხმარებელს. მეტი წარმადობისთვის დამატებითი სერვისებია შეთავაზებული, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში უზრდის სიჩქარეს აბონენტს.
ასეთია:
“ღამის ექსპრესი”
ამ დამატებითი მომსახურების გააქტიურებით თქვენი ინტერნეტ სიჩქარე ყოველ ღამე, 00:00 სთ-დან დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ-მდე გაიზრდება. „ღამის ექსპრესის“ ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ინტერნეტით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში.
“ტურბო ღილაკი”
მისი გააქტიურება ინტერნეტის სიჩქარეს 2 საათით 100 მბ/წმ-მდე გაგიზრდით. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები, ისარგებლოთ ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს.
ამ მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება ცხელ ხაზზე 2100100 კოდური სიტყვის დასახელებით არის შესაძლებელი. აქტივაცია მიმდინარეობს სილქნეტის სერვის ცენტრებში და პორტალზე my.silknet.com