ეკონომიკა

RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერა

18 თებერვალი, 2016 • 2659
RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა ქუთაისის აეროპორტი დაათვალიერა

18 თებერვალს ავიაკომპანია RYANAIR კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა და ავიაკომპანიის ტექნიკურმა ჯგუფთმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომერციულმა დირექტორმა დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა; ასევე, განხილეს აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა.

როგორც ეკონომიკის სამინისსტრო აცხადებს, ავიაკომპანია RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა,  დევიდ ობრაიენმა განცხადა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით.

დევიდ ობრაიენის განცხადებით, ბოლო სამიწ ლის განმავლობაში ავიაკომპანია გაფართოვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს. მისი თქმით, ახლოსაა ის დრო, როდესაც RYANAIR შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი