ეკონომიკა

Camel-ისა და Winston–ის მწარმოებელი კომპანია მიწოდებას აჩერებს

25 მარტი, 2011 • 1126
Camel-ისა და Winston–ის მწარმოებელი კომპანია მიწოდებას აჩერებს

მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი თამბაქოს მწარმოებელი კომპანია Japan Tobacco სიგარეტისა და თამბაქოს სხვა ნაწარმის მიწოდებას 12 დღით აჩერებს. ინფორმაციას ამის თაობაზე Reuters–ი ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის სირთულეები გახდა, რაც 11 მარტს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად საჭირო მასალების მიწოდების კუთხით შეიქმნა.

Japan Tobacco–ს ბრენდებს შორის არის სიგარეტები – Camel–ი, Winston–ი, Mild Seven–ი, More–ი, Salem–ი, Sobranie–ი, Glamour–ი და LD–ი.

მასალების გადაბეჭდვის წესი