ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი მცირე მეწარმეებს შეხვდა

16 მარტი, 2011 • 928
ბიზნესომბუდსმენი მცირე მეწარმეებს შეხვდა

«საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციაში” ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიასა და ასოციაციის წევრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ასოციაციის ოცდახუთამდე წევრი დაესწრო. შეხვედრა პრესის წარმომადგენლებისთვის დახურული იყო.

მეწარმეების თქმით, მათ ხშირად უწევთ ისეთ პრობლემებთან ბრძოლა, როგორებიცაა– უკანონოდ დაკისრებული ემბარგოები და გადასახადების მაღალი ტარიფების გადახდა.

ასოციაცია სწორედ ამ პრობლემებთან ბრძოლაში უნდა დაეხმაროს მეწარმეებს.

ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ისაკაძის თქმით, ასოციაცია მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვას. კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობას და მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარებას ხელისუფლების სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი