ეკონომიკა

2010 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანი ბრუნვა 6.58 მილიარდი ლარია

9 მარტი, 2011 • • 1253
2010 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანი ბრუნვა 6.58 მილიარდი ლარია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2010 წლის IV კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 6.58, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ 3.45 მილიარდი ლარი შეადგინა.

მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 84.4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 7.7 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 7.9 პროცენტი. შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი – 81.9 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 9.2 პროცენტი,  მცირე ბიზნესი – 8.9 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტალის განმავლობაში 5.0, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

საქონლისა და მომსახურების მთლიანი ყიდვები საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:  მსხვილი ბიზნესი – 86.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი 6.9 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 7.0 პროცენტი.

დაახლოებით იგივე ვითარებაა გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებზეც: მსხვილი ბიზნესი – 87.5 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 6.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 6.4 პროცენტი.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში 203.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 94.1 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 4.4 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 1.5 პროცენტი.

საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 366.2 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 40.5 პროცენტი ქალია, ხოლო 59.5 პროცენტი – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 59.3 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 19.5 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 21.2 პროცენტი.

საწარმოებში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 351.3 ათასი კაცი შეადგინა, რომელთაგან 41.0 პროცენტი ქალია, ხოლო 59.0 პროცენტი – კაცი. დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი – 61.8 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 20.1 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 18.1 პროცენტი.

საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 714.4 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 74.6 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 15.0 პროცენტი, მცირე ბიზნესი – 10.4 პროცენტი.

საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 670.3 ლარი, მათ შორის ქალების – 477.5 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 808.0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 501.4 ლარი, მცირე ბიზნესი – 389.0 ლარი.

საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ჭარბობს „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების

რემონტი“ – 48.4 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 16.5 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 13.2 პროცენტი, „მშენებლობა“ – 6.6 პროცენტი, „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“ – 6.0 პროცენტი.

საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 28.8 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 17.7 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 16.7 პროცენტი, „მშენებლობა“ – 12.6 პროცენტი, „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება“ – 7.0 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, საქმიანობის სახეების მიხედვით დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში პრევალირებენ „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 17.3 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 17.1 პროცენტი, „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 16.2 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 13.0 პროცენტი, „მშენებლობა“ – 8.5 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 7.8 პროცენტი. განსხვავებული ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის საქმიანობის სახეების მიხედვით განაწილებაში: დასაქმებულ ქალთა მთლიან რაოდენობაში ჭარბობენ „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით:  „ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება“ – 31.3 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 18.7 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 14.0 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 7.6 პროცენტი, „განათლება“ – 7.1 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 6.7 პროცენტი.

დასაქმებულ კაცთა მთლიან რაოდენობაში კი პრევალირებენ „დამამუშავებელი მრეწველობა“ და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „დამამუშავებელი მრეწველობა“ – 19.6 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა“ – 16.8 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი“ – 15.9 პროცენტი, „მშენებლობა“ – 13.5 პროცენტი, „ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა“ – 8.6 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ჭარბობენ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 74.0 პროცენტი, ქვემო ქართლი – 7.1 პროცენტი, იმერეთი – 5.3 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 4.3 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.4 პროცენტი.

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ კვლავ ქ. თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 64.4 პროცენტი, ქვემო ქართლი – 11.1 პროცენტი, იმერეთი – 6.6 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 5.1 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 4.3 პროცენტი.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას პროდუქციის მთლიან გამოშვებაში, რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის განაწილება ხასიათდება შემდეგი თანმიმდევრობით: ქ. თბილისი – 60.0 პროცენტი, იმერეთი – 9.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 7.3 პროცენტი,  აჭარის ა.რ. – 7.2 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.4 პროცენტი. მცირედ განსხვავებული ტენდენციაა ცალკეული სქესის მიხედვით დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის რეგიონების მიხედვით განაწილებაში: დასაქმებული ქალები: ქ. თბილისი – 59.9 პროცენტი, იმერეთი – 9.7 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 8.5 პროცენტი, ქვემო ქართლი – 6.3 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.6 პროცენტი. დასაქმებული კაცები: ქ.თბილისი – 60.1 პროცენტი, იმერეთი – 9.8 პროცენტი, ქვემო ქართლი – 8.1 პროცენტი, აჭარის ა.რ. – 6.3 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი