ეკონომიკა

2015 წელს თხილის ექსპორტი ღვინისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა

22 იანვარი, 2016 • 1601
2015 წელს თხილის ექსპორტი ღვინისას თითქმის ორჯერ აღემატებოდა

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 271 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები და კონცენტრატები გავიდა, რაც მთელი ექსპორტის 12 პროცენტს შეადგინს.

ფეროშენადნობების ექსპორტი 195 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 180 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 2015 წელს 2014 წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა. 2015 წელს თხილისა და სხვა კაკლების ექსპორტი ღვინოს აჭარბებდა.

Screen Shot 2016-01-22 at 12.37.01 PM

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წელს სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 745 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 657 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 9 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 461 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6 პროცენტი).

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი