ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა, დსთ-სთან შემცირდა

21 იანვარი, 2016 •
საქართველოს საგარეო  სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა, დსთ-სთან შემცირდა

საქსტატის მონაცემებით,  2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6 პროცენტით მეტია.

საქსტატმა ეს მონაცემები 20 იანვარს გამოაქვეყნა.  ამ მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი 646 მლნ. აშშ დოლარი იყო (4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2518 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 33 პროცენტი.

დსთ-ის ქვეყნებთან კი საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წელს 2808 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წელთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 840 მლნ. აშშ დოლარი (43 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1968 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წელს შესაბამისად 31, 51 და 25 პროცენტი). 2015 წელს დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წელს 11 პროცენტი). ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.

Screen Shot 2016-01-21 at 7.04.07 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი