კორპორაცია Intel-მა მუსიკალური პრემიის გრემის შვიდგზის მფლობელი will.i.am კრეატიული ინოვაციების განყოფილების დირექტორად დანიშნა. ცნობილი მუსიკალური ჯგუფის Black Eyed Peas–ის ლიდერსა და კომპიუტერული პროცესორების მწარმოებელ მსხვილ ორგანიზაციას რამდენიმეწლიანი კონტრაქტი აკავშირებთ. მათ შორის საქმიანი ურთიერთობა მუსიკოსის მიერ სპეციალურად Intel-ისთვის რამდენიმე კომპოზიციის შექმნასაც ითვალისწინებს.
Intel-ის ვიცე–პრეზიდენტის დებორა კონრადის განმარტებით, რეპერთან თანამშრომლობით კორპორაცია ახალგაზრდებს შორის აღიარების მოპოვებას ეცდება. 

http://www.youtube.com/watch?v=hl2h-Ol0pSI

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *