ეკონომიკა

„Nissan“-ის და „General Motors“-ის ახალი პროდუქტები

6 დეკემბერი, 2010 • 1426
„Nissan“-ის და „General Motors“-ის ახალი პროდუქტები

„Nissan“-ი ახალი პროდუქტის, ელექტრომობილების გამოშვებას იწყებს და აღნიშნულ ბაზარზე ლიდერობის მოპოვებასაც გეგმავს.

„The leafe“ -ასე ჰქვია კომპანიის ახალ პროდუქტს, რომელიც ჰეჩბექის ტიპისაა და ხუთადგილიანია. ახალი პროდუქტი მხოლოდ აკუმულატორის კვებით შეძლებს მოძრაობას.

„The leafe“ პირველად იაპონიასა და ამერიკის გარკვეულ ნაწილში შევა, ხოლო იანვრიდან –ევროპაშიც, სადაც მისი თავდაპირველი ფასი 30 000 ევრო იქნება.  „The leafe“ -ის კონკურენტები მსგავსი ტიპის მანქანების წარმოებაში არიან „Mitsubishi“, რომელიც გაცილებით პატარაა, ყველა ელექტრონული „ i-MiEV“,  „General Motors“-ის, „Renault“-ის და „Toyota“-ს ჰიბრიდული ტიპის ავტომობილები.

მსგავსი ავტომობილების გამოშვებას „General Motors“-იც გეგმავს. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ ისინი, ნისანის ავტომობილებისგან განსხვავებით, ბენზინითაც შეძლებენ მოძრაობას და მათი ძრავა 1.4– ლიტრიანი იქნება. ღირებულება კი შედარებით დაბალი- 24 000 ევრო.

ახალი პროდუქტი აშშ-ს ბაზარზე ამ თვეში შევა, ხოლო ევროპაში 2012 წლისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი