ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს IT პროგრამა

28 ნოემბერი, 2010 • • 1331
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს IT პროგრამა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია საქართველოში IT საინკუბაციო გარემოს შესაქმნელად კონკურენტული სტარტაპების გაჩენის ხელშეწყობა.

ამ თემასთან დაკავშირებით პირველი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ქაშიბაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართა. მისი  თქმით, სამინისტრო იზრუნებს, რომ კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი პროექტების დანერგვისათვის სათანადო გარემო შეიქმნას.

პროგრამა  რამოდენიმე ეტაპს შეიცავს, რომლის საწყის ფაზაში დაგეგმილია საინკუბაციო პროექტების გამოსავლენი და ამ მიმართულებით აქტივობის გაზრდისაკენ გამიზნული პერიოდული ღონისძიებები.

სამინისტროს მიზანია პროექტში  ბიზნეს სკოლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტების აქტიურად ჩართვა, რომლებსაც საშუალება ექნებათ,  კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები შექმნან, მათგან საუკეთესოები კი ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სურვილი  წამყვანმა ქართულმა და  უცხოურმა კომპანიებმა გამოთქვეს, მათ შორის, HP, CISCO, UGT და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი