ეკონომიკა

თბილისში ახალი სასტუმროს დიზაინი “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით შეიქმნება

12 ოქტომბერი, 2015 • 2502
თბილისში ახალი სასტუმროს დიზაინი “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით შეიქმნება

“დიზაინში სასურველია გამოყენებული იყოს ხე, რკინა, შუშა და ქვა. ასევე, სასურველია ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში იყოს მსგავსება. გამოყენებული იყოს ციტატები “ვეფხისტყაოსნიდან“ 3 ენაზე (ქართული, ებრაული და ინგლისური), როგორც ქვაზე, ასევე მინაზე. შესაძლებელია ნომრების რაოდენობის შეცვლა. სასურველია ნომრების დიზაინის სხვადასხვაობა, პოემის სიუჟეტის მიხედვით”, – ნათქვამია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის განცხადებაში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული:

I ადგილი – 10 000 ლარი;

II ადგილი – 5 000 ლარი;

III ადგილი – 3 000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველების განაცხადები მიიღება 2015 წლის 1 ნომებრის ჩათვლით, 15:00 საათამდე.

 

სასტუმრო უნდა განთავსდეს ამ შენობაში, თბილისში, თავისუფლების #4-ში
სასტუმრო უნდა განთავსდეს ამ შენობაში, თბილისში, თავისუფლების #4-ში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი