ეკონომიკა

ბიუჯეტის ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს

31 ივლისი, 2010 • • 1427
ბიუჯეტის ხარჯები აჭარბებს შემოსავლებს

2010 წლის პირველი ექვსი თვის მანძილზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 148 მილიონი ლარით გადააჭარბა შემოსავლებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ყოველთვიურ ეკონომიკურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, მთლიანად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ხარჯებმა შეადგინა 2 მილიარდ 666 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც ბიუჯეტის შემოსავალი იყო 2 მილიარდ 517 მილიონ 3 ათასი ლარი.

გასული ექვსი თვის მანძილზე მხოლოდ ორ თვეში, იანვარსა და მარტში დაფიქსირდა უფრო მეტი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტში, ვიდრე ხარჯი. დანარჩენი ოთხი თვის მონაცემებით, ხარჯებმა შემოსავლებს გადააჭარბეს.

კონკრეტულად ივნისის თვეში 450 მილიონ 5 ათასი ლარი იყო ბიუჯეტის ხარჯი, ხოლო შემოსავალი 431 მილიონ 5 ათასი ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი