ეკონომიკა

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ექსპორტის და იმპორტის ზრდის ფონზე

26 მაისი, 2010 • • 2014
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ექსპორტის და იმპორტის ზრდის ფონზე

2010 წლის ოთხი თვის მაჩვენებლით,საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 17%-ით მეტია შარშანდელი წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გაიზარდა როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი.

ამ წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, რომელსაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს ექსპორტი 466 მილიონ ლარს შეადგენს, (რაც 51 პროცენტით მეტია წინა  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (2009 წელს, 399 მილიონი ლარი შეადგინა ), ხოლო იმპორტი კი 1404 მილიონი ა.შ.შ. დოლარია,9%-ით მეტი წინა წლის მონაცემებზე. (შარშან 1283 მილიონი ლარი იყო).

4%-ით ნაკლებია, შარშანდელთან შედარებით, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი.  4 თვის 2010 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით 938 მილიონ დოლარს შეადგენს.

თუმცა, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრომ ბრუნვა 24%-ით ნაკლებია. ექსპორტი აღნიშნულ წელთან შედარებით 0,4%-ით,გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 29%-ით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 29% -ით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის ამავე პერიოდში.

2010 წლის იანვარში ექსპორტის ზრდა 72% პროცენტი იყო, მაშინ როცა იმპორტი

-9,2 %. ექსპორტი აპრილის თვეში 127,089,5 ათასი დოლარი იყო, რაც წინა თვის ყველა მაჩვენებელზე მეტია. თუმცა იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წლის მარტის თვეში დაფიქსირდა 420, 729,5 ათასი დოლარი.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა დსთ-ს ქვეყნებთან 2010 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებთან.

თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა აღნიშნულ პერიოდში 12%-ით  მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და ის 491 მილიონ დოლარს შეადგენს. მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნებს 26% უჭირავს.თუმცა ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 2010 წლის პირველი ოთხი თვის მანძილზე 21%, ხოლო იმპორტის კი 28%.

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მეტია ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებთან. მაგალითად თუ ოთხი თვის მონაცემებით 99 მილიონი დოლარია ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტი, დსთ-ს ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 170 მილიონი დოლარია.

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად რჩებიან თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა. საერთო ჯამში კი ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66% შეადგინა.

ათ უმსხვილეს ქვეყანას შორის, მეოთხე ადგილზე რუსეთია.რუსეთის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში 1,7%-ია, მაშინ როცა იმპორტში ეს წილი 6,8%-ია. იმპორტის ყველაზე მაღალი პროცენტული წილი თურქეთზე მოდის, და ის 16,3% შეადგენს.მინიმალური კი ჩინეთზე მოდის და მხოლოდ 1,4% შეადგენს.

საექსპორტო ათეულში ყველაზე დიდი წილი, ისევე როგორც შარშან, წლის ამ პერიოდში ფერადშენადნობებზე მოდის. მსუბუქი ავტომობილების წილი მთლიან ექსპორტში 10,8%-ა, მესამე ადგილზე კი შავი ლითონების ჯართია.

უმსხვილესი სასაქონლო პოზიციები საქართველოს იმპორტში 2010 წლის ოთხი თვის მონაცემებით ასე გადანაწილდა: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (175.847.2ათასი ა.შ.შ. დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (89 847 9 ათასი ა.შ.შ. დოლარი), სამკურნალო საშუალებები (58 531 1ა.შ.შ. დოლარი).

სამ უმსხვილეს სავაჭრო ქვეყანასთან, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სასაქონლო პოზიციები ექსპორტსა და იმპორტში ასე გადანაწილდა.

თურქეთში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით შავი ლითონის ჯართი, ფერადშენადნობები და აზოტოვანი სასუქები გადის. იმპორტით კი თურქეთიდან სამკურნალო საშუალებები, ქაღალდი, და პლასტმასის მილები შემოდის.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან გადის მსუბუქი ავტომობილები , ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცემენტი. ხოლო აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები (2010 წლია იანვარ-აპრილში სულ 106,647,0 ტონა შემოვიდა), ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები და ბადები.

უკრაინიდან შემოსულ საქონელთა შორის პირველი სამეულია: სიგარეტები, წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან და მზესუმზირის ზეთი. ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ამ ქვეყანაში გადის სპირტი ეთილის და სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი