ეკონომიკა

რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტამდე გაიზარდა – სესხები გაძვირდება

30 მარტი, 2022 • 6448
რეფინანსირების განაკვეთი 11 პროცენტამდე გაიზარდა – სესხები გაძვირდება

ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 11 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენდა.

ბანკის თანახმად, განაკვეთის ზრდა უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე ომსა და ინფლაციის მოლოდინებს.

სების განცხადებით, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრების ფაზაშია და ასეთად დარჩება მანამ, სანამ არსებული რისკები არ შერბილდება.

„მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება.

რეფინანსირების, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს.

შედეგად, საქართველოში დაახლოებით 180 000-ზე მეტს პირს სესხის მომსახურება გაუძვირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი