ეკონომიკა

რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ – EU

27 თებერვალი, 2022 • 1523
რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას მოვახდენთ – EU

აშშ, ევროკავშირი და დასავლელი მოკავშირეები რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მათ ტრანზაქციებს და ცენტრალური ბანკის აქტივები ლიკვიდურობას დაკარგავს“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ვონ დერ ლაიენმა, თქვა რა, პუტინის ძირითადი ომის სახსრები სწორედ ამ ბანკშია მობილიზებული.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააანონსა რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვა და ახალი შეზღუდვები რუსი ოლიგარქების წინააღდეგ.

„ჩვენ ავუკრძალავთ რუს ოლიგარქებს თავიანთი ფინანსური აქტივების გამოყენებას ჩვენს ბაზარზე. ყველა ეს ზომა უმნიშვნელოვნესად დააზიანებს პუტინის შესაძლებლობას, დააფინანსოს თავისი ომი და დააზიანებს მის ეკონომიკას“, — დასძინა ურსულა ვონ დერ ლაიენმა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ბოლო მონაცემებით, მისი საერთაშორისო რეზერვების მხოლოდ 22% არის აშშ დოლარში, ხოლო 23% — ოქროში. 2022 წლის 28 იანვრის მდგომარეობით, რუსეთს აქვს დაახლოებით 634 მილიარდი აშშ დოლარის საერთაშორისო რეზერვები, რაც მსოფლიოში მე-4 უდიდესი სავალუტო რეზერვია. რუსეთის უმსხვილესი სარეზერვო ვალუტის მფლობელი ევროა, რომელიც ყველა რეზერვის მესამედს შეადგენს. ოქრო სიდიდით მეორეა, ხოლო აშშ დოლარი სიდიდით მესამეა. ჩინური იუანი დაახლოებით 12%-ს შეადგენს.

აშშ და EU დოლარს და ევროში არსებული რეზერვების გაყინვას შეძლებენ, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით ნახევარია.

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი