ეკონომიკა

რუსული ბანკების ნაწილს SWIFT-იდან თიშავენ

27 თებერვალი, 2022 • 2156
რუსული ბანკების ნაწილს SWIFT-იდან თიშავენ

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშვა“.

„პირველი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, უზრუნველვყოთ, რომ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობა ამოღებულ იქნას SWIFT-დან.

ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მთელ მსოფლიოში და ეფექტურად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, მან რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ოლიგარქების წინააღდეგაც დაგეგმილი შეზღუდვების შესახებაც ისაუბრა.

მისი განცხადებით, დასავლეთი გაყინავს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს და რუს ოლიგარქებს აუკრძალავს აქტივების დასავლურ ბაზარზე გამოყენებას.

ამ თემაზე

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი