ეკონომიკა

უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციები 7,3%-ით გაიზარდა

15 ივლისი, 2015 • • 1133
უძრავ ქონებაზე სარეგისტრაციო ტრანზაქციები 7,3%-ით გაიზარდა

2015 წლის ივნისი 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ივნისთან (42 318 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 16.1%-ით, 2012 წლის ივნისთან (47 407 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 3.7%-ით, 2013 წლის ივნისთან (41 881 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 17.3%-ით და 2014 წლის ივნისთან (45 802 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით – ზრდა 7.3%-ით.

 

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17.4%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (27.7%-ით), ისე მეორადი (15.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის ივნისის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი2010 =100) დაფიქსირდა 1.168 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.089).

 

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (15.8%-ით), ისე მეორადი (5.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ივნისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 10 021, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 39 117 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.905 და 1.262 დონეებზე დაფიქსირდა.


რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ივნისში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 79.6%-ს მეორადი, ხოლო 20.4%-ს – პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2014 წლის ივნისში კი – შესაბამისად, 81.1% და 18.9%).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი