ამ ინფორმაციას “ენერგჰოპრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელი ავთო დვალიშვილი ადასტურებს. 

 

“არსებობს უცხოური კომპანიების ინტერესი. გაიყიდება თუ არა, ჯერ კონკრეტული არაფერი არ არის ცნობილი და არც ვიცით. ასეთი საკითხები თბილისში არ წყდება. თუ რამე მოლაპარაკებები გაიმართება, ეს მოხდება პრაღაში, სადაც არის ჩვენი სათაო ოფისი. ასე რომ, არაფერი კონკრეტული ინფორმაცია არ არის, ვისთან არის მოლაპარაკება. ერთადერთი ვადასტურებთ იმას, რომ დაინტერესდნენ უცხოური კომპანიები.”

 

ავთო დვალიშვილი აცხადებს, რომ კომპანიას გაყიდვის შესახებ განაცხადი არ გაუკეთებია:

 

“განაცხადი არ გაგვიკეთებია, ეს არ მომხდარა, უბრალოდ გაჩნდა უცხოური კომპანიების მხრიდან ინტერესი და სურვილი მოლაპარაკებების წარმოების. ჯერ არ ვიცით და არ არის დაზუსტებული, მთლიანად კომპანია გაიყიდება თუ დისტრიბუცია ან გენერაცია”.  

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ჩეხური Energo Pro a.s.-ის შვილობილი კომპანიაა. ჩეხური კომპანიისთვის საქართველო რიგით მეორე ქვეყანაა ბულგარეთის შემდეგ, სადაც მან საზღვარგარეთ ექსპანსიის პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო საქმიანობა, “ჩეხეთის ექსპორტ ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით.

 

“ენერგო პროს” საქმიანობის შესახებ “ნეტგაზეთის” მასალა ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *