ეკონომიკა

ახალი კომპანიები და მარშრუტები საქართველოს ავიაბაზარზე

22 აპრილი, 2015 • • 1637
ახალი კომპანიები და მარშრუტები საქართველოს ავიაბაზარზე

ავიაკომპანიამ 2015 წლის 7 აპრილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართა განაცხადით, რომლის მიხედვითაც ELLINAIR-ს სურს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება საქართველოსა და საბერძნეთს შორის, სალონიკი – თბილისის საჰაერო ხაზზე.


ავიაკომპანია რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2015 წლის 8 ივნისიდან გეგმავს, კვირაში 1 სიხშირით.

 

2015 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ზამთრის სეზონზე შესვენების შემდეგ, დაბრუნდა ისრაელის ავიაკომპანია „ISRAIR“. ავიაკომპანიამ პირველი ფრენა მ.წ. 2 აპრილს თელ-ავივსა და თბილისს შორის შეასრულა. ავიარეისი განხორციელდა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც 174 მგზავრისთვისაა განკუთვნილი. 


ეკონომკის სამნისტროს ინფორმაციით  2 აპრილის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა 162 მგზავრი, რომელთაგან ყველა ტურისტია.


ავიაკომპანია „ISRAIR“ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს კვირაში 2 სიხშირით, თუმცა კომპანია სიხშირეების გაზრდას გეგმავს – კვირაში 4 სიხშირემდე.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით საქართველოსა და ისრაელს შორის ფრენების განახლებას აპირებს ისრაელის მეორე ავიაკომპანია „ARKIA“, რომელიც მიმდინარე წლის 14 მაისიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას კვირაში 1 სიხშირით 120-ადგილიანი საჰაერო ხომალდით. 7 ივნისიდან კი ავიაკომპანია კიდევ ერთ სიხშირეს დაამატებს.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიმდინარეობს აქტიური კონსულუტაციები ავიაკომპანია „ARKIA“–სთან თელ-ავივი – ბათუმის მიმართულებით ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით.

 

ეკონომკის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მაისიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია Pegasus. მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს თურქულმა ავიაკომპანია “Pegasus”-მა სურვილი გამოთქვა, პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განეხორციელებინა სტამბოლსა და ქუთაისს შორის, თუმცა, მოქმედი შეთანხმების შესაბამისად, ამ მარშრუტზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება შეუძლებელი იყო.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კონსულტაციები გამართეს თურქეთის საავიაციო ხელისუფლებასთან და მოხდა „საჰაერო ტრანსპორტის დარგში საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის“ შეთანხმების დანართში ცვლილების შეტანა და ქუთაისის დანიშნულების პუნქტად განსაზღვრა.


„Pegasus“ უკვე დანიშნულია სტამბოლი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველად.

 

საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად, ავიაკომპანია „Georgian Airways“-მა მ.წ. 10 აპრილს პირველი რეისი შეასრულა თბილისიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.


ამავდროულად, აპრილის ბოლოდან ავიაკომპანია გეგმავს საჰაერო მიმოსვლას თბილისიდან სამარას მიმართულებით.

 

2015 წლის 2 ივნისიდან ეგვიპტური ავიაკომპანია „Air Cairo“ იწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით თბილისსა და ჰურგადას შორის, კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 29 ივნისიდან კიდევ 2 სიხშირეს დაამატებს.

 

ყაზახური ავიაკომპანია „Air Astana“ 2015 წლის 1 ივნისიდან დაიწყებს პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი მიმართულებით – ასტანასა და თბილისს შორის, კვირაში 2 სიხშირით.


არაბულმა ავიაკომპანიამ „Air Arabia“, რომელიც პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს თბილისსა და შარჟას შორის, ფრენის სიხშირეები გაზარდა და ზაფხულის სეზონზე საჰაერო მიმოსვლას სამის ნაცვლად კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.

 

არაბულმა ავიაკომპანია „Etihad Airways“-მა გამოთქვა სურვილი, შეასრულოს პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და აბუ-დაბის შორის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცით, ამასთან დაკავშირებით უკვე დაიწყო კონსულტაციები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შესაბამისი ნებართვის მისაღებად.


კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ავიაკომპანია პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებას 2015 წლის 2 ოქტომბრიდან გეგმავს, კვირაში 3 სიხშირით.

 

ეკონომკის სამინნისტროში აცხადებენ, რომ ზემოხსენებული ავიაკომპანიების შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამგზავრო გადაყვანების ზრდას და საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი