სტრატეგიის პრეზენტაცია, დღეს “თბილისი მერიოტში” შედგა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ენერგეტიკის სამინისტროს და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. 

 

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ენერგოსექტორი და რა რეკომენდაციები მოამზადა საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტო INOGATE -ემ? 


ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის შეფასებით, საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციები კეთდება და კვლავ გაგრძელდება ამ სფეროში:


“ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რომ საქართველო გახდეს მონაწილე სხვადასხვა ხელშეკრულებების და კონვენციების ენერგეტიკის სფეროში. INOGATE არის ძირითადი პროგრამა ამ სფეროში, რომელიც უწევს ტექნიკურ დახმარებას საქართველოს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს ტექნიკური დახმარება, როოგრი ფორმით უნდა გაგრძელდეს მომავალში. ეს არის ენერგოეფექტურობის სფერო, სადაც ყველაზე იაფია ენერგიის წარმოება. აქ ჩვენ გავაგრძელეთ ფინანსური მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას კარგი დახმარებას მიიღებს საქართველო ამ კუთხით.”

 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს INOGATE-ის დირექტორის მარია ვანდერ ჰოევენის შეფასებით, ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა აროს პირველ რიგში შესაბაისი კურსის განხორციელება, რომელიც დაგეგმილია და გაცხადებულია საქართველოს მთავრობის მიერ:


“მთავარია არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ და  მხოლოდ ჰიდრორესურსებით და ყურადღება გავამახვილოთ განახლებად რესურსებზე. ბიოთერმული და ასე შემდეგ.. საჭიროა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მაღალ დონეზე აიყვანოთ შესაბამისი კაპიტალდაბანდებებისთვის ძალზე სასურველი გარემო. მოიზიდოთ უცხოური კაპიტალი და მაღალ დონეზე დავაყანოთ ენერგოქმედითუნრიანობა. ეს ნიშნავს იმას რომ გაზრდით ენერგიას, ნაკლებად იქნებით დამოკიდებული და შვძლებთ ექსპორტს და შესაბამისად დაბალ ფასებს და დაბალ დანახარჯებს უზრუნველყობთ. ყველაფერი ეს საერთო ჯამში უზრუნველყოფს აბსოლიტურ უსაფრთხოებას ენერგომამარეგების და ენერგეტიკის სფეროში. ეს გახლავთ ის მიზანი რისკენც ისწრაფის ქვეყანა. გადავხედოთ საქართველოს გეოპოლიტკურ და გეგოგრაფიულ მდებარეობას. საქართველო თავისი განლაგებით თავისებური ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. აზიასა და ევროპას შორის. რასაკვირველია ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს საქართველოდან ექსპორტის გაფართოება, კერძოდ მეზობელ თურქეთში და უფრო შორეულ ბაზრებზეც.”  

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის შეფასებით საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ მომზადებული პუბლიკაცია მნიშვნელოვანია:


“დეტალურად არის აწერილი აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა. ყურადღება არის გამახვილებული საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლებში მოხდა ამ სექტორში. ჩვენ არ ვჩრედებით, ბევრი რეფორმაა ჩასატარებელი, რომ საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. უნდა ვიმუშავოთ ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციაზე, ენერგეოუსაფრთხოებაზე, ენერგობაზრების ინტეგრაციაზე ევროპულ ბაზართან. ასევე ინვესტიციების მოზიდვას ევროპული ქვეყნებიდან.  “

 

ენერგეტიკის მინისტრის მოდგილის მარიკა ვალიშვილის ინფორმაციით,  INOGATE-ის ძირითადი რეკომნდაცია იყო ის, რომ რადგანაც ჩვენ ვართ ენერგომომხმარებელი ქვეყანა ამ შემთხვევაში ენერგეტიკული უსაფრთხოება არის გენერალური ხაზი, რომელსაც ქვეყანამ ყურადღება უნდა მიაქციოს:


“ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემებთან არის გადაჯაჭვული. ამისთვის რეკომენდაცია სამი მიმართლებით გაიშალა. პირველი რეკომენდაცია ეს იყო ადგილობრივი რესურსების ათვისება და ბუნებრივია ეს არის განახლებადი ჰიდრორესურსები. იგივე ქარი და მზე და ამაზე უნდა იყოს ფორსირებული ყურადღება მთავრობის და წახალისებული ეს მიმართლება. მეორე მიმართულება იყო ენერგოეფექტურობა, იმ კუთხით რადგან მომხმარებელი ქვეყანა ვართ უფრო მეტ რესურს ვყიდულობთ გარედან. თუ იქნება მეტი მოხმარება, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომ ეკონომიური ხაეჯვა გაცილებით კარგ შედეგს მოგვიტანს ენერგეტიკული უსაფრთხოების და ჩვენი დამოკიდებულების თვალსაზრისით სხვა ქვეყნების იმპორტზე. მესამე მიმართულება ეს იყო ინვესტიციების მოზიდვა, რომ წინა ორ ამოცანას შევებრძოლოდ ეფექტურად. ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა არის სტაბილური გარემო და ის რეგულაციები რომელიც საქართველოში არის და კიდევ დამატებით უნდა შეიქმნას. ევროინტეგრაცია მიმდინარეობს და ქვეყნის მიმზიდველობის სტატუსს ამაღლებს. ეს არის მათი ხედვა ვინ სად იმყოფება, ქვეყნებს რა შესაძლებლობები აქვთ და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.” 

 

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტოს INOGATE-ს გამოცემა მიმოიხილავს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სექტორის განვითარებას  სომხეთში, აზერბაიჯანში,ბელორუსიაში, საქართველოი, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უკრაინაშიდა უზბეკეთში.


პუბლიკაციაში ასევე წარმოდგენიალია ზოგადი სახის რეკომენდაციები რეგიონში გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის.


ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვა განხორციელდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მიერ, INOGATE-ის  პროგრამის ტექნიკური სამდივნოსთან მჭიდროთანამშრომლობით და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების აქტიური მხარდაჭერით. ქვეყნების მიმოხილვა შეესაბამება INOGATE-ის ენერგეტიკული განვითარების პროგრამის ოთხ ძირითად  მიმართულებას: ენერგოუსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება და საინვესტიციო გარემო.

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, რომელიც რეალიზებული იქნა ევროპისსამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის საშუალებით.

 

  

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *