ეკონომიკა

კალაძე: გაზზე კომერციული ტარიფის ზრდა ბიუჯეტიდან სუბსიდირებთ შევაჩერეთ

11 მარტი, 2015 •
კალაძე: გაზზე კომერციული ტარიფის ზრდა ბიუჯეტიდან სუბსიდირებთ შევაჩერეთ

ენერგეტიკის მინისტრმა ენერგოტარიფების შესახებ კომენტარი დღეს, “თბილისი მერიოტში” ბიზნესკომპანიებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

 

“ბიზნესთან ენერგოტარიფებზე იყო საუბარი. გაცხადებული იყო კომერციულ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ჩვენ ამას ვინარჩუნებთ და ეს ხდება სუბსიდირებით. თუ როგორ იქნება მომავალში, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ” -განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.  

 

კახი კალაძის ინფორმაციით, ტარიფებთან დაკავშირებით შესაბამისმა ლიცენზიანტმა კომპანიებმა გააკეთეს განაცხადი, რომ ეს ტარიფები შენარჩუნებული იქნება 1 მაისამდე:

 

“ეს ხდება სუბსიდირების ხარჯზე. მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში, გაგრძელდება თუ არა სუბსიდირება. 15 მილიონი ლარით  რომ  არ მომხდაროყო სუბსიდირება, ყველა ის ლიცენზიანტი კომპანია გადიოდა ზარალზე. ჩვენ ხომ  არ გვინდა ენერგეტიკის დანგრევა. წინ ვიხედებით და მომავალს ვუყურებთ”.  

 

გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა გააკეთეს განაცხადი, რომ  2015 წლის 1 მარტიდან იურიდიულ პირებს და კომერციულ ოპერატორებს ბუნებრივ აირს ახალი ტარიფით მიაწვდიდნენ. “სოკარ გაზი” ტარიფს 1 კუბურ მეტრ გაზზე 84 თეთრიდან 90 თეთრამდე ზრდიდა, ხოლო “ყაზტრანსგაზი თბილისი”- 75 თეთრიდან 90 თეთრამდე.  

მასალების გადაბეჭდვის წესი